---
title: "მუხლი 52⁶ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-6"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "52^6"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52⁶ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 52⁶ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-6

1. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნისა და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის, აგრეთვე რეგისტრირებული ექთნისა და რეგისტრირებული მეან-ექთნის საქმიანობების შინაარსი და მოცულობა საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტებით განისაზღვრება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-7.md
