---
title: "მუხლი 52⁷ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-7"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "52^7"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52⁷ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 52⁷ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-7

1. საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ ექთანს აქვს.

2. საექთნო სპეციალობაში მზადება შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში ხორციელდება.

3. საექთნო სპეციალობათა ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

4. საექთნო და მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხორციელდება.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-8.md
