---
title: "მუხლი 73 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/73"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "73"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/73

1. გადამდები (მათ შორის, ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებების, ეპიდემიების და განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამინისტრო ადამიანთა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ზოოანთროპონოზული დაავადებებისა და ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს და ახორციელებს ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4633 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/74.md
