---
title: "მუხლი 97 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/97"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "97"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 97 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/97

1. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ექიმის პროფესიული მზადება-დახელოვნება მოიცავს დიპლომისშემდგომ პროფესიულ მზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

2. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მიზანია რომელიმე საექიმო სპეციალობის დაუფლება, ხოლო უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანი – ექიმის მიერ თავის საექიმო სპეციალობაში პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნება ისე, რომ მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებს შეესაბამებოდეს.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1435 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.163
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/98.md
