---
title: "მუხლი 10. საბლანკო ინდოსამენტი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/10"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საბლანკო ინდოსამენტი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/10

1. ინდოსამენტი უნდა შესრულდეს გადასაპირებელ თამასუქზე ან მის დამატებით ფურცელზე და ხელი უნდა მოეწეროს.

2. ინდოსამენტში შეიძლება არ იყოს მითითებული ის პირი, რომლის სასარგებლოდაც იგი შესრულდა, ან იგი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ინდოსანტის ხელმოწერისაგან (საბლანკო ინდოსამენტი). საბლანკო ინდოსამენტი ნამდვილია, თუ იგი წარწერილია თამასუქის უკანა გვერდზე ან დამატებით ფურცელზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/11.md
