---
title: "მუხლი 11. ინდოსამენტის მეშვეობით გადაცემული უფლებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/11"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ინდოსამენტის მეშვეობით გადაცემული უფლებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/11

1. თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება გადაეცემა ინდოსამენტით.

2. თუ ინდოსამენტი საბლანკოა, თამასუქის მფლობელს შეუძლია: ა) შეავსოს ბლანკი თავისი ან სხვა პირის სახელით; ბ) მოახდინოს თამასუქის შემდგომი ინდოსირება საბლანკო ინდოსამენტით ან რომელიმე განსაზღვრულ პირზე; გ) გადასცეს თამასუქი მესამე პირს საბლანკო ინდოსამენტის შეუვსებლად და ინდოსირების გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/12.md
