---
title: "მუხლი 13. თამასუქის მფლობელი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/13"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. თამასუქის მფლობელი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/13

1. თამასუქის კანონიერ მფლობელად ითვლება პირი, ვისთანაც ფაქტობრივად არის თამასუქი, თუ ის ამტკიცებს თავის უფლებას ინდოსამენტთა განუწყვეტელ რიგზე, თუნდაც უკანასკნელი მათგანი საბლანკო ინდოსამენტი იყოს. თუ საბლანკო ინდოსამენტის შემდეგ არსებობს სხვა ინდოსამენტი, მაშინ ითვლება, რომ ბოლო ინდოსამენტზე ხელმომწერმა პირმა თამასუქი მიიღო საბლანკო ინდოსამენტის მეშვეობით.

2. თუ პირმა დაკარგა თამასუქი, მაშინ მისი ახალი მფლობელი, დაამტკიცებს რა თავის უფლებას თამასუქზე ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საშუალებით, ვალდებულია თამასუქი დააბრუნოს მხოლოდ მაშინ, თუ შეიძინა არაკეთილსინდისიერი გზით ან თუ შეძენისას არ იცოდა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ პირს, ვისგანაც შეიძინა თამასუქი, არ ჰქონდა უფლება დაეთმო იგი სხვა პირისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/14.md
