---
title: "მუხლი 15. თამასუქის მფლობელის უფლებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/15"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. თამასუქის მფლობელის უფლებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/15

1. თუ თამასუქზე არის წარწერა „თანხა მისაღებია“, „ინკასო“, „მინდობილობით“ ან სხვა სიტყვა, რომელიც მიუთითებს უბრალო გადაცემაზე, მაშინ თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს თამასუქის ყველა უფლებით, ოღონდ თამასუქის გადაცემა შეუძლია მხოლოდ მინდობილობით.

2. ამ შემთხვევაში თამასუქით ვალდებულ პირებს შეუძლიათ თამასუქის მფლობელს წარუდგინონ მხოლოდ ის პრეტენზიები, რომლებიც მათ ექნებოდათ ინდოსანტთან.

3. მარწმუნებლის სიკვდილის ან მისი არაქმედუნარიანად გახდომის შემდეგ ძალაშია მინდობილობითი ინდოსამენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/16.md
