---
title: "მუხლი 16. გადახდის ვადის დადგომის შემდეგ გაკეთებული ინდოსამენტი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/16"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. გადახდის ვადის დადგომის შემდეგ გაკეთებული ინდოსამენტი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/16

1. ინდოსამენტს, რომელიც გაკეთებულია გადახდის ვადის დადგომისას, აქვს იგივე შედეგები, რაც გადახდის ვადის დადგომამდე გაკეთებულ ინდოსამენტს. ინდოსამენტი, რომელიც გაკეთებულია გადახდის შესახებ პროტესტის შემდეგ ან პროტესტისათვის დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, ითვლება თამასუქის გადაცემად.

2. თუ არ არის მითითებული ინდოსამენტის თარიღი, ითვლება, რომ ინდოსამენტი გაკეთებულია პროტესტის გაფორმებისათვის დადგეგნილ ვადამდე. თავი 3 აქცეპტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/17.md
