---
title: "მუხლი 18. თამასუქის გამცემისა და ინდოსანტის მითითებანი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/18"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. თამასუქის გამცემისა და ინდოსანტის მითითებანი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/18

1. თამასუქის გამცემს შეუძლია თამასუქზე მიუთითოს სავალდებულო წარდგენა აქცეპტისათვის ვადის დანიშვნით ან უამისოდ.

2. თამასუქის გამცემს შეუძლია თამასუქში აღნიშნოს დაუყოვნებლივ გადახდის პირობა, გარდა იმ თამასუქისა, რომელიც უნდა გადაიხადოს მესამე პირმა ან გადასახდელია სხვა ადგილას (არა თამასუქის გამცემის საცხოვრებელი ადგილი) ან ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

3. თამასუქის გამცემს ასევე შეუძლია დაადგინოს, რომ თამასუქის წარდგენა არ შეიძლება აქცეპტისათვის მითითებულ ვადაზე ადრე.

4. ყოველ ინდოსანტს შეუძლია მიუთითოს, რომ თამასუქის წარდგენა შეიძლება აქცეპტისათვის ვადის აღნიშვნით ან უამისოდ, თუ თამასუქის გამცემის მიერ მითითებული არ არის, რომ თამასუქი არ ექვემდებარება აქცეპტებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/19.md
