---
title: "მუხლი 21. აქცეპტის გაფორმება — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/21"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. აქცეპტის გაფორმება — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/21

1. აქცეპტი იწერება თამასუქში. ის გამოიხატება სიტყვით „აქცეპტებულია“ ან სხვა ანალოგიური სიტყვით, რაზედაც ხელს აწერს გადამხდელი. გადამხდელის ხელმოწერა თამასუქის წინა პირზე ითვლება აქცეპტად.

2. თუ თამასუქი ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრულ ვადაში ან წარდგენილი უნდა იქნეს აქცეპტისათვის დადგენილ ვადაში, აქცეპტის თარიღად უნდა განისაზღვროს ჩანაწერის ფაქტობრივად გაკეთების დღე, თუკი თამასუქის მფლობელი არ ითხოვს წარდგენის დღის ჩაწერას. თუ თარიღი აღნიშნული არ არის, თამასუქის მფლობელი ვალდებულია ინდოსანტზე და თამასუქის გამცემზე თავისი უფლებების შესანარჩუნებლად დაამოწმოს ეს ხარვეზი დროული პროტესტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/22.md
