---
title: "მუხლი 22. აქცეპტის გაცხადება — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/22"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. აქცეპტის გაცხადება — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/22

1. აქცეპტი უპირობოა, მაგრამ გადამხდელს შეუძლია მოახდინოს თამასუქის თანხის ნაწილის აქცეპტება.

2. აქცეპტის საშუალებით თამასუქის შინაარსში შეტანილი რაიმე სხვა ცვლილება ითვლება გადახდაზე უარად. აქცეპტანტს ყველა შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი აქცეპტის შინაარსის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/23.md
