---
title: "მუხლი 27. თავდებობის გაფორმება — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/27"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. თავდებობის გაფორმება — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/27

1. თავდებობა ფორმდება თამასუქზე ან დანართ ფურცელზე. ის გამოიხატება სიტყვით „გაცემულია თავდებობა“ ან სხვა ანალოგიური ჩანაწერით და თავდების ხელმოწერით.

2. თავდებობად ითვლება თამასუქის წინა პირზე გადამხდელის ან თამასუქის გამცემის ხელმოწერის გარდა გაკეთებული სხვისი ხელმოწერა.

3. თავდებობის გაცემისას აუცილებელია იმ პირის მითითება, ვისთვისაც იდება თავდებობა. ასეთი მითითების უქონლობა გულისხმობს, რომ თავდებობა იდება თამასუქის გამცემისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/28.md
