---
title: "მუხლი 28. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/28"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/28

1. თავდები და პირი, ვისთვისაც დადებულია თავდებობა, პასუხს აგებენ სოლიდარულად. ვალდებულებები ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი რაიმე მიზეზით, გაფორმების დეფექტის გარდა, ძალის არმქონედ ჩანან.

2. თავდები თამასუქის გადახდის შემდეგ მოიპოვებს უკუმოთხოვნის უფლებას იმ პირების მიმართ, ვისი თავდებიც იყო და იმათ მიმართაც, ვინც თავდების წინაშე თამასუქით არ არის პასუხისმგებელი. თავი 5 გადახდის ვადა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/29.md
