---
title: "მუხლი 3. პროცენტები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/3"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. პროცენტები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/3

1. თამასუქში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.

2. პროცენტები დაირიცხება გადასაპირებელი თამასუქის გაცემის დღიდან, თუ მასში მითითებული არ არის სხვა თარიღი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/4.md
