---
title: "მუხლი 30. თამასუქი წარდგენისთანავე — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/30"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. თამასუქი წარდგენისთანავე — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/30

1. 29-ე მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქი გადასახდელად წარდგენილი უნდა იქნეს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.

2. თამასუქის გამცემს შეუძლია დაადგინოს, რომ ასეთი თამასუქი არ შეიძლება გადასახდელად წარდგენილ იქნეს მითითებულ ვადამდე. ამ შემთხვევაში წარდგენის ვადა იწყება აღნიშნული დროიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/31.md
