---
title: "მუხლი 31. გადახდა განსაზღვრული დროის განმავლობაში — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/31"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. გადახდა განსაზღვრული დროის განმავლობაში — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/31

1. თამასუქის გადახდის ვადა, თუ ის ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, დგინდება თამასუქის აქცეპტის ან პროტესტის თარიღით.

2. თუ არსებობს პროტესტი, დაუთარიღებელი აქცეპტი ითვლება წარდგენილად აქცეპტისათვის დანიშნულ დღეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/32.md
