---
title: "მუხლი 32. გადახდის დღე — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/32"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. გადახდის დღე — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/32

1. იმ თამასუქის გადახდის ვადა, რომელიც ექვემდებარება გადახდას გაცემიდან ან წარდგენიდან ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში, დგება გადახდის თვის შესაბამის დღეს.

2. თუ ამ თვეში შესაბამისი დღე არ არის, თამასუქის გადახდის დღედ ითვლება თვის ბოლო დღე.

3. თუ თამასუქი გამოწერილია გაცემიდან ან წარდგენიდან თვენახევრის ან რამდენიმე თვისა და თვე-ნახევრის ვადით, ჯერ დაითვლება სრული თვეები.

4. თუ გადახდის ვადად მითითებულია თვის დასაწყისი, შუა ან ბოლო ( იანვრის შუა, თებერვლის შუა) პერიოდი, მაშინ მოცემული გამოთქმები აღნიშნავენ პირველ, მეთხუთმეტე ან თვის უკანასკნელ დღეს.

5. სიტყვები „რვა დღე“, „თხუთმეტი დღე“ აღნიშნავს არა ერთ ან ორ კვირას, არამედ სრულ რვა ან თხუთმეტ დღეს.

6. სიტყვები „ნახევარი თვე“ აღნიშნავს თხუთმეტ დღეს. თავი 6 გადახდა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/33.md
