---
title: "მუხლი 35. ვადამდე გადახდა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/35"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ვადამდე გადახდა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/35

1. თამასუქის მფლობელი არ შეიძლება აიძულონ მიიღოს გადახდა ვადამდე.

2. დროული გადახდით გადამხდელი იმ შემთხვევაში თავისუფლდება თავისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, თუ მან არ იცრუა ან უხეში გაუფრთხილებლობა არ გამოიჩინა. მან უნდა შეამოწმოს ინდოსანტთა თანმიმდევრობის სისწორე, მაგრამ არა ინდოსანტთა ხელმოწერების ნამდვილობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/36.md
