---
title: "მუხლი 37. სარჩელის წარდგენა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/37"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. სარჩელის წარდგენა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/37

თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას; გ) გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევაში; დ) როდესაც უარი იყო ნათქვამი თამასუქის მთელი თანხისა და მისი ნაწილის აქცეპტებზე; ე) როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო; ვ ) როდესაც საეჭვოა იმ თამასუქის გამცემის გადახდისუნარიანობა, რომელიც აქცეპტებას არ ექვემდებარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/38.md
