---
title: "მუხლი 40. არასავალდებულო პროტესტი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/40"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. არასავალდებულო პროტესტი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/40

1. თამასუქის გამცემს, ინდოსანტს ან თავდებს, თუ ის დოკუმენტზე წააწერს „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“, „პროტესტს არ ექვემდებარება“ ან თანაბარი მნიშვნელობის სხვა სიტყვებს და ხელსაც მოაწერს, შეუძლია გაათავისუფლოს თამასუქის მფლობელი აქცეპტებაზე უარის ან გადაუხდელობის გამო პროტესტის წარდგენის მოვალეობისაგან.

2. ასეთი დათქმა არ ათავისუფლებს მფლობელს ვალდებულებისაგან დადგენილ ვადაში წარადგინოს თამასუქი და გაგზავნოს შეტყობინება. დადგენილი ვადის დარღვევა უნდა ამტკიცოს მან, ვინც მოისურვებს გამოიყენოს ასეთი გარემოება თამასუქის მფლობელის მიმართ.

3. თუ დათქმა აღნიშნა, თამასუქის გამცემმა, იგი მოქმედებს ყველა ხელმომწერის მიმართ, ხოლო თუ ეს ინდოსანტის ან თავდების მიერაა გაკეთებული, იგი სავალდებულოა მხოლოდ მისთვის. თუ თამასუქის გამცემის დათქმის მიუხედავად მფლობელი აფორმებს პროტესტს, მაშინ მასვე დაეკისრება ამის შედეგად გამოწვეული ხარჯები, თუ დათქმა ინდოსანტმა ან თავმდებმა შეიტანა, პროტესტთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება დაეკისროს თამასუქით ვალდებულ ყველა პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/41.md
