---
title: "მუხლი 41. თამასუქის გამო პასუხისმგებლობა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/41"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. თამასუქის გამო პასუხისმგებლობა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/41

1. ყველა პირი, რომელმაც გამოწერა თამასუქი, მოახდინა მისი აქცეპტება, ინდოსირება ან იკისრა სათამასუქო თავდებობა, სოლიდარულად პასუხისმგებელია თამასუქის მფლობელის წინაშე.

2. მფლობელს შეუძლია აღძრას სარჩელი ზემოაღნიშნული ყველა პირის მიმართ, თითოეული მათგანის მიმართ ცალ-ცალკე ან ყველას მიმართ ერთად ვალდებულებათა რიგითობის დაუცველად.

3. ასეთივე უფლება აქვს თამასუქის თითოეულ ხელმომწერს, რომელმაც თამასუქის თანხა გადაიხადა.

4. ერთ-ერთი ვალდებული პირის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ აბრკოლებს დანარჩენებისათვის გადახდევინებას, თუნდაც მათ ვალდებულება ეკისრათ სარჩელის წარდგენის შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/42.md
