---
title: "მუხლი 43. პრეტენზიები უკუმოთხოვნის წესით — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/43"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. პრეტენზიები უკუმოთხოვნის წესით — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/43

პირმა, რომელმაც გაანაღდა თამასუქი უკუმოთხოვნის წესით, ადრინდელ ინდოსანტებს შეიძლება მოსთხოვოს: ა) მის მიერ გადახდილი მთელი თანხა; ბ) პროცენტები, გადახდილი თანხის ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის დღიდან; გ) მის მიერ გაწეული ყველა ხარჯი; დ) საურავი, რომელიც დაირიცხება ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტით მითითებული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/44.md
