---
title: "მუხლი 44. თამასუქის გადამხდელი პირის უფლებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/44"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. თამასუქის გადამხდელი პირის უფლებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/44

1. ყოველ ვალდებულ პირს, რომელსაც წარუდგინეს ან შეიძლება წარუდგინონ სარჩელი, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მას დაუბრუნონ გადახდილი თამასუქი პროცენტის ან გადახდის შესახებ ხელწერილის (ბათილამის) დართვით.

2. ყველა ინდოსანტს, რომელიც გადაიხდის თამასუქს, შეუძლია გადახაზოს თავისი ინდოსამენტი და მომდევნო ინდოსამენტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/45.md
