---
title: "მუხლი 45. შექცევადი თამასუქი (რეტრატა) — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/45"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. შექცევადი თამასუქი (რეტრატა) — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/45

1. თითოეულ პირს, რომელსაც აქვს სარჩელის წარდგენის უფლება და სხვა შეთანხმება არ არის, შეუძლია მიიღოს შექცევადი თამასუქის (რეტრატის) თანხა, გამოწეროს ის ერთ-ერთ თავის წინანდელ ინდოსანტზე ვადით „წარდგენისთანავე“ ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადასახდელად.

2. ასეთ თამასუქში, 42-ე და 43-ე მუხლებში მითითებული თანხების გარდა, შეიტანება შუამავლებისათვის გადასახდელების თანხა და თამასუქზე სახელმწიფო გადასახდელის თანხა (თამასუქის ბლანკის ღირებულება).

3. თუ შექცევად თამასუქს გამოწერს ინდოსანტი, მაშინ მისი თანხა დგინდება იმ თამასუქის კურსით, რომლის ვადაა „წარდგენისთანავე“ და გაცემულია ამ თამასუქის გამცემის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/46.md
