---
title: "მუხლი 46. უფლებების დაკარგვა ვადის დარღვევის შემთხვევაში — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/46"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. უფლებების დაკარგვა ვადის დარღვევის შემთხვევაში — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/46

1. თამასუქის მფლობელი კარგავს თავის უფლებებს ინდოსანტებისა და თამასუქის გამცემის და ვალდებულების ამღები სხვა პირების მიმართ, აქცეპტზე ხელმოწერილი პირის გარდა, თუ უკვე გადაცილებულია ვადა: ა) ისეთი თამასუქის წარდგენისა, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს „წარდგენისთანავე“, ან მისი წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; ბ) პროტესტის წარდგენისა იმ შემთხვევაში, თუ უარია ნათქვამი თამასუქის აქცეპტსა ან გადახდაზე; გ) გადასახდელად წარდგენისა, თუ არსებობს დათქმა „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“.

2. თამასუქის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში თამასუქის სააქცეპტოდ წარუდგენლობის შემთხვევაში მფლობელი კარგავს უფლებებს, რომლებიც წარმოიშვება გადაუხდელობისა და აქცეპტებაზე უარის თქმის გამო, თუ ამასთანავე დათქმული პირობებიდან არ გამომდინარეობს თამასუქის გამცემის სურვილი თავი გაითავისუფლოს მხოლოდ თამასუქის აქცეპტაციისათვის პასუხისმგებლობისაგან.

3. თუ ინდოსამენტში მითითებულია თამასუქის წარდგენის ვადა, მაშინ ამით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ინდოსანტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/47.md
