---
title: "მუხლი 47. დაუძლეველი ძალა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/47"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. დაუძლეველი ძალა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/47

1. იმ შემთხვევაში, როდესაც დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი იყო თამასუქის წარდგენა გადასახდელად დადგენილ ვადაში ან პროტესტის გასაფორმებლად, მაშინ ამისათვის განსაზღვრული ვადა გაგრძელდება.

2. თამასუქის მფლობელმა უნდა აცნობოს ამ დაბრკოლებათა შესახებ თავის ინდოსანტს და თამასუქში ან მის დანართში აღნიშნოს ინდოსამენტისათვის შეტყობინება, მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. სხვა შემთხვევებში გამოიყენება 39-ე მუხლში მითითებული წესები.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დაბრკოლებათა შეწყვეტის შემთხვევაში მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს თამასუქი სააქცეპტოდ ან გასანაღდებლად და საჭიროებისამებრ წარადგინოს პროტესტი.

4. თუ ზემოთ აღნიშნული გარემოებები გაგრძელდება გადახდის ვადის შემდეგ კიდევ ოცდაათ დღეზე მეტ ხანს, სარჩელი შეიძლება აღიძრას თამასუქის გადასახდელად წარდგენისა და პროტესტის გარეშე.

5. იმ თამასუქების ოცდაათდღიან ვადას, რომლებიც უნდა გადაიხადონ „წარდგენისთანავე“ ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, გამოიანგარიშებს მფლობელი თავისი ინდოსანტისათვის ზემოხსენებული გარემოებების შესახებ შეტყობინების დღიდან. ასეთი შეტყობინება შეიძლება თამასუქის წარდგენის ვადის გასვლამდე. წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში გადასახდელი თამასუქისათვის ოცდაათი დღის ვადა იზრდება წარდგენიდან იმ ვადით, რომელიც აღნიშნულია თამასუქში.

6. დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოება, რომელიც აბრკოლებს მხოლოდ მფლობელს ან იმ პირს, რომელსაც მან დაავალა წარადგინოს თამასუქი ან პროტესტი. თავი 8 შუამავლობა I. ზოგადი წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/48.md
