---
title: "მუხლი 49. შუამავლის აქცეპტი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/49"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. შუამავლის აქცეპტი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/49

1. შუამავალს შეუძლია აქცეპტება გაუკეთოს თამასუქს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აქცეპტს დაქვემდებარებული თამასუქის მფლობელს უფლება აქვს წარადგინოს რეგრესული სარჩელი თამასუქის გადახდის ვადის გასვლამდე.

2. თუ თამასუქში მითითებულია შუამავალი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია თამასუქის აქცეპტება ან გადახდა გადახდის ადგილის მიხედვით, მფლობელს შეუძლია გადახდის ვადის გასვლამდე ისარგებლოს რეგრესის უფლებით შუამავლის მითითებული პირის მიმართ და ამ მითითების ხელმომწერ პირთა მიმართ, თუ მფლობელმა წარუდგინა თამასუქი შუამავალს, ხოლო ამ უკანასკნელის უარი აქცეპტის თაობაზე გაფორმებულია პროტესტის ოქმით.

3. სხვა შემთხვევაში მფლობელს შეუძლია არ მიიღოს შუამავლის აქცეპტი, მაგრამ თუ იგი თანახმაა ასეთ აქცეპტზე, მაშინ კარგავს რეგრესის უფლებას, რომლითაც სარგებლობს გადახდის ვადამდე იმ პირის მიმართ, რომლის მაგივრადაც იყო შესრულებული აქცეპტი და ხელმომწერი ინდოსანტის მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/50.md
