---
title: "მუხლი 51. აქცეპტანტის ვალდებულებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/51"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. აქცეპტანტის ვალდებულებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/51

შუამავალი აქცეპტანტი კისრულობს ვალდებულებას შუამავლის სახით თამასუქის მფლობელის და თავის შემდეგ ხელმოწერილი ინდოსანტების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ თამასუქი აქცეპტებულია შუამავლის მიერ, პირს, რომლისთვისაც თამასუქი აქცეპტებული იყო და აგრეთვე თამასუქის მფლობელის წინა ინდოსანტებს, რომლებიც გადაიხდიან ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ თანხას, შეუძლიათ მოითხოვონ თამასუქის დაბრუნება პროტესტის აქტით და გადახდის შესახებ ხელწერილით. III. გადახდა შუამავლობისას

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/52.md
