---
title: "მუხლი 52. გადახდის შესაძლებლობები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/52"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. გადახდის შესაძლებლობები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/52

1. შუამავლობის წესით თამასუქი შეიძლება გადახდილ იქნეს ყველა შემთხვევაში, როცა თამასუქის მფლობელს უფლება აქვს გადახდის ვადის შემდეგ ან მანამდე წარადგინოს სარჩელი რეგრესის წესით.

2. ამ წესით გადახდილი უნდა იქნეს მთელი ის თანხა, რაც უნდა გადაეხადა იმას, ვისთვისაც თანხას იხდიან.

3. გადახდის ვადად მიიჩნევა გადაუხდელობის შესახებ პროტესტის წარდგენის ვადის ბოლო დღის მომდევნო დღე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/53.md
