---
title: "მუხლი 53. გადასახდელად წარდგენა და პროტესტი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/53"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "53"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. გადასახდელად წარდგენა და პროტესტი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/53

1. თუ თამასუქი აქცეპტებულია შუამავლის მიერ, რომლის მუდმივი საცხოვრებელი და გადახდის ადგილი ერთი და იგივეა, ან თუ ამავე ადგილას ცხოვრობენ სხვა პირები, რომლებიც მითითებული არიან თამასუქში, როგორც აუცილებლობის შემთხვევაში გადამხდელები, თამასუქის მფლობელმა უნდა წარუდგინოს თამასუქი ყველა ამ პირს და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგინოს პროტესტი გადაუხდელობის შესახებ არა უგვიანეს იმ დღის მომდევნო დღიდან, როცა ამის გაკეთება დასაშვებია.

2. თუ პროტესტი არ არის წარდგენილი ზემოთ მითითებულ ვადაში, პირს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შუამავალი გადამხდელი პირია, ან პირს, ვის სახელზეც იყო აქცეპტებული თამასუქი, აგრეთვე მომდევნო ინდოსანტს ეხსნება თამასუქზე პასუხისმგებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/54.md
