---
title: "მუხლი 56. შუამავლის უფლებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/56"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "56"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. შუამავლის უფლებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/56

1. შუამავალი, რომელმაც გადაიხადა თამასუქი, იძენს სათამასუქო უფლებას იმ პირთა მიმართ, ვისთვისაც მოხდა გადახდა და რომლებიც პასუხისმგებლები არიან, თუმცა შემდგომში თამასუქის ინდოსირება მას აღარ შეუძლია.

2. ინდოსანტები, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმ პირის შემდეგ, რომლისთვისაც თამასუქი იყო გადახდილი, თავისუფლდებიან ვალდებულებებისაგან.

3. თუ წინადადებას თამასუქის შუამავლობის წესით გადახდის შესახებ იძლევა ერთდროულად რამდენიმე პირი, უპირატესობა ენიჭება იმას, ვისგან გადახდაც უფრო მეტ პირს გაათავისუფლებდა ვალდებულებებისაგან.

4. შუამავალს, რომელმაც იცის, რომ ეს წესი დაირღვა, არ აქვს რეგრესის უფლება იმ პირთა მიმართ, რომლებიც გათავისუფლებული იქნებოდნენ ვალდებულებებისაგან. თავი 9 თამასუქის ეგზემპლარები და ასლები I. ეგზემპლარების რაოდენობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/57.md
