---
title: "მუხლი 57. თამასუქის ერთნაირი ეგზემპლარები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/57"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "57"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. თამასუქის ერთნაირი ეგზემპლარები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/57

1. თამასუქი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე ერთნაირ ეგზემპლარად.

2. ამ ეგზემპლარების რიგითი ნომრები უნდა ჩაიწეროს თამასუქის ტექსტში. მათი უქონლობის შემთხვევაში ყოველი ეგზემპლარი ითვლება დამოუკიდებელ გადასაპირებელ თამასუქად.

3. თუ თამასუქში მითითებული არ არის გაცემა ერთ ეგზემპლარად, თამასუქის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს თავისი ხარჯით რამდენიმე ეგზემპლარის გაცემა. ამ მიზნით მან უნდა მიმართოს თავის უშუალო ინდოსანტს. ეს უკანასკნკლი ვალდებულია მიმართოს თავის ინდოსანტს. ასე კეთდება მანამ, სანამ დადგება თამასუქის გამცემის რიგი, ინდოსანტები ვალდებული არიან გაიმეორონ ინდოსამენტი თამასუქის ახალ ეგზემპლარებშიც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/58.md
