---
title: "მუხლი 58. ერთი ეგზემპლარის გადახდა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/58"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "58"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. ერთი ეგზემპლარის გადახდა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/58

1. ერთი ეგზემპლარის გადახდა ათავისუფლებს სხვებს გადახდისაგან, თუნდაც არ იყოს გათვალისწინებული, რომ ერთი ეგზემპლარის გადახდისას სხვა ეგზემპლარები ძალის არმქონეა. თუმცა გადამხდელი შემდეგშიც პასუხისმგებელია ყოველ აქცეპტებულ, მისთვის დაუბრუნებელ ეგზემპლარზე.

2. სხვადასხვა პირისთვის მიცემული თამასუქის ეგზემპლარებზე ინდოსანტი და მის შემდეგ ხელმომწერი ინდოსანტები პასუხისმგებლები არიან ყველა იმ დაუბრუნებელ ეგზემპლარებზე, რომლებზეც ხელი აქვთ მოწერილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/59.md
