---
title: "მუხლი 59. აქცეპტაცია — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/59"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "59"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. აქცეპტაცია — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/59

თამასუქის ერთი ეგზემპლარის გაგზავნა აქცეპტაციისათვის პირს ავალდებულებს სხვა ეგზემპლარებში მიუთითოს ის პირი, რომელიც ფლობს ასეთ ეგზემპლარს. უკანასკნელი ვალდებულია გადასცეს ის სხვა ეგზემპლარის კანონიერ მფლობელს. იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ამის გაკეთებაზე, თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს რეგრესის უფლებით, ოღონდ პროტესტის აქტით უნდა დაამტკიცოს, რომ: ა) თამასუქის სააქცეპტოდ გაგზავნილი ეგზემპლარი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუბრუნდა მას; ბ) სხვა ეგზემპლარი არ შეიძლება ყოფილიყო აქცეპტებული ან გადახდილი. II. ასლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/60.md
