---
title: "მუხლი 60. თამასუქის ასლი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/60"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "60"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. თამასუქის ასლი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/60

1. თამასუქის მფლობელს უფლება აქვს გადაიღოს თამასუქის ასლი.

2. ასლი მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს დედანს ინდოსანტის და თამასუქზე ხელმომწერი ყველა სხვა პირის მითითებით. ამასთან ასლში მითითებული უნდა იყოს, თუ სადამდეა თამასუქის ჩანაწერები ასახული.

3. თამასუქის ასლზე ვრცელდება თამასუქის დედნის მიმართ გათვალისწინებული ის წესები, რომლებიც შეეხება ინდოსამენტს და თავდებობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/61.md
