---
title: "მუხლი 61. თამასუქის დედნის მფლობელის ვალდებულებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/61"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "61"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. თამასუქის დედნის მფლობელის ვალდებულებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/61

1. ასლში მითითებული უნდა იყოს დედნის მფლობელი, რომელმაც ხსენებული დოკუმენტი უნდა გადასცეს ასლის კანონიერ მფლობელს.

2. თუ თამასუქის მფლობელი გადაცემაზე უარის შემთხვევაში დაამტკიცებს პროტესტის აქტით, რომ დედანი არ დაუბრუნდა, მოთხოვნის მიუხედავად მას შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტებს ან თავდებ პირებს.

3. თუ თამასუქის დედანში უკანასკნელი ინდოსამენტის ქვეშ, რომელიც შესრულებულია ასლის შედგენამდე, აღნიშნულია, რომ „ამ მომენტიდან მოქმედებს მხოლოდ ასლის ინდოსამენტი“, ანდა არის სხვა ანალოგიურ მნიშვნელობის სიტყვები, მაშინ დედანში ამის შემდეგ შესრულებულ ინდოსამენტს ძალა არ გააჩნია. თავი 10 ცვლილებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/62.md
