---
title: "მუხლი 63. სარჩელის წარდგენა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/63"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "63"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. სარჩელის წარდგენა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/63

1. თამასუქთან დაკავშირებული ყველა სარჩელი შეიძლება წარედგინოს აქცეპტანტს გადახდის ვადის დღიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტებს და თამასუქის გამცემს პროტესტის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თამასუქში წარწერის „დაბრუნდეს დანახარჯების გარეშე“ არსებობისას – გადახდის ვადის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

3. ინდოსანტებს შეუძლიათ წარუდგინონ სარჩელი ერთმანეთს და თამასუქის გამცემს ინდოსანტის მიერ თამასუქის გადახდის დღიდან, ანდა ინდოსანტის მიმართ სარჩელის წარდგენის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/64.md
