---
title: "მუხლი 65. სადღესასწაულო და უქმე დღეები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/65"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "65"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. სადღესასწაულო და უქმე დღეები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/65

1. თუ თამასუქის გადახდის ვადა დგება კანონით დაწესებულ უქმე დღეს, მისი გადახდის მოთხოვნა შეიძლება პირველ მომდევნო სამუშაო დღეს. ასევე ყველა სხვა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია თამასუქთან, კერძოდ, აქცეპტისათვის წარდგენა და პროტესტის გაფორმება, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამუშაო დღეს.

2. თუ რომელიმე ეს მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრული დროის განმავლობაში, რომლის უკანასკნელი დღე კანონით დაწესებული უქმე დღეა, მაშინ აღნიშნული ვადა გაგრძელდება პირველ მომდევნო სამუშაო დღემდე. უქმე დღეები ჩაითვლება ვადის ანგარიშში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/66.md
