---
title: "მუხლი 68. თამასუქის გაფორმება — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/68"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. თამასუქის გაფორმება — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/68

1. მარტივი თამასუქი შეიცავს: ა) სახელწოდებას "თამასუქი", რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი; ბ) უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ; გ) გადახდის ვადას; დ) გადახდის ადგილს; ე) იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს; ვ) თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს; ზ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას .

2. თუ თამასუქის მფლობელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს მარტივ თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქის დოკუმენტს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ ხელი მოწერილია თამასუქის მფლობელის თხოვნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/69.md
