---
title: "მუხლი 69. იმ თამასუქის მოქმედება, რომელსაც აკლია რეკვიზიტი — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/69"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "69"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. იმ თამასუქის მოქმედება, რომელსაც აკლია რეკვიზიტი — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 69 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/69

1. დოკუმენტს, რომელსაც აკლია 68-ე მუხლში ჩამოთვლილი თუნდაც ერთი რეკვიზიტი, ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა , ძალა არა აქვს.

2. მარტივი თამასუქი, სადაც გადახდის ვადა არ არის მითითებული, გადახდილი უნდა იქნეს წარდგენისთანავე.

3. ცალკე ჩანაწერის უქონლობის შემთხვევაში თამასუქის გამოწერის ადგილი ითვლება გადახდის და იმავდროულად თამასუქის მფლობელის საცხოვრებელ ადგილად.

4. მარტივი თამასუქი, რომელშიც მითითებული არ არის გაცემის ადგილი, ითვლება ხელმოწერილად იმ ადგილას, რომელიც მითითებულია თამასუქის გაცემის დასახელების ადგილის გვერდით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/70.md
