---
title: "მუხლი 70. გადასაპირებელი თამასუქისა და მარტივი თამასუქის საერთო დებულებები — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/70"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "70"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. გადასაპირებელი თამასუქისა და მარტივი თამასუქის საერთო დებულებები — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 70 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/70

1. მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება გადასაპირებელი თამასუქის დებულებები, თუ ისინი შესაბამისობაშია მარტივი თამასუქის არსთან და შეეხება: ა) ინდოსამენტს ( მე-6 - 16 მუხლები ); ბ) გადახდის ვადას (29 - 32-ე მუხლები ); გ) გადახდას (33 - 36-ე მუხლები ); დ) სარჩელს უაქცეპტობის ან გადაუხდელობის გამო ( 37 -44-ე, 45 -47-ე მუხლები); ე) გადახდას შუამავლობის წესით ( 46- ე, 52 -56-ე მუხლები); ვ) ასლებს ( მე-60 და 61-ე მუხლები); ზ) ცვლილებებს ( 62-ე და 64-ე მუხლები); თ) ხანდაზმულობას (63-ე და 64-ე მუხლები); ი) უქმე დღეებს, ვადების გამოთვლას და საპატიო დღეებს (65 -67-ე მუხლები).

2. მარტივი თამასუქის მიმართ ასევე გამოიყენება დებულებები, რომლებიც ეხება იმ გადასაპირებელ თამასუქებს, რომლებიც გადახდილი უნდა იქნეს მესამე პირებისათვის ან გადამხდელის ადგილსამყოფელისაგან განსხვავებულ ადგილას (პირველი და 23-ე მუხლები) , პირობა პროცენტების შესახებ (მე-3 მუხლი) თამასუქის თანხის შესახებ (მე-4 მუხლი ), ხელმოწერის ნამდვილობის პირობების შესახებ (მე-5 მუხლი), იმ პირის შესახებ, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების გარეშე ან ამ უფლებამოსილების გადამეტებით (მე-6 მუხლი).

3. მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება აგრეთვე დებულებები სათამასუქო თავდებობის შესახებ ( 26-28 -ე მუხლები). რაც შეეხება 27-ე მუხლის მე-3 აბზაცში გათვალისწინებულ შემთხვევას, თუ ავალში არ არის მითითებული, ვის უდგებიან თავდებად, ითვლება, რომ თავდებად უდგებიან მარტივი თამასუქის გამცემს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/71.md
