---
title: "მუხლი 71. თამასუქის გამცემის პასუხიმგებლობა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/71"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "71"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. თამასუქის გამცემის პასუხიმგებლობა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 71 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/71

1. მარტივი თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია ისევე, როგორც გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტანტი.

2. მარტივი თამასუქი, რომელიც გადასახდელია წარდგენიდან განსაზღვრულ ვადაში, უნდა წარედგინოს თამასუქის გამცემს მე-19 მუხლში მითითებულ ვადაში. ამ ვადის მიმდინარეობა იწყება თამასუქზე იმ აღნიშვნის დღიდან, რომელიც ხელმოწერილია თამასუქის გამცემის მიერ. თამასუქის გამცემის უარი – მიუთითოს ეს თარიღი და ხელი მოაწეროს, დასტურდება პროტესტის აქტით 21-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თარიღი მიიჩნევა წარდგენილი ვადის მიმდინარეობის დაწყების მომენტად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური – ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1995 წლის 19 აპრილი №719-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/70.md
