---
title: "მუხლი 8. თამასუქის გადაცემა — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/8"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. თამასუქის გადაცემა — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/8

1. ყოველი გადასაპირებელი თამასუქი შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინაც კი, როცა მასში არ არის ჩანაწერი „განკარგულებისამებრ“.

2. თუ თამასუქის გამცემმა გადასაპირებელ თამასუქზე წააწერა „არა განკარგულებისამებრ“ ან რომელიმე სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები, მაშინ იგი შეიძლება გადაიცეს მხოლოდ ჩვეულებრივი ცესიის ფორმითა და შედეგებით.

3. ინდოსამენტი შეიძლება შესრულდეს გადამხდელის სასარგებლოდაც, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან თამასუქის აქცეპტი, ანდა თამასუქის გამცემის ან თამასუქით ვალდებული ყველა სხვა პირის სასარგებლოდ. მათ თავის მხრივ შეუძლიათ თამასუქის შემდგომი ინდოსირება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/9.md
