---
title: "მუხლი 23. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/23"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/23

1. ჩეკისთვის თავდები ისევე აგებს პასუხს‚ როგორც ის‚ ვისაც იგი თავდებად დაუდგა. თავდებობა მოქმედია მაშინაც‚ როცა ის ძალის არმქონე ჩანს რაიმე სხვა მიზეზით‚ გარდა გაფორმებისას დაშვებული დეფექტისა.

2. თავდები ჩეკის განაღდების შემთხვევაში იძენს უფლებას იმის მიმართ‚ ვისაც იგი თავდებად დაუდგა, და ყველა იმათ მიმართ‚ რომლებიც ვალდებული არიან ამ უკანასკნელის წინაშე ამ კანონის შესაბამისად. თავი IV ჩეკის წარდგენა და განაღდება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/24.md
