---
title: "მუხლი 28. ჩეკის ნიშნები — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/28"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ჩეკის ნიშნები — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/28

1. ჩეკის შესაძლო გამოყენების შეზღუდვის მიზნით ჩეკის გამცემს ან მფლობელს უფლება აქვს ჩეკი მონიშნოს (ნიშანი დაადოს) ორი პარალელური დიაგონალური ხაზით ჩეკის წინა პირზე.

2. იმ შემთხვევაში‚ როცა ორ პარალელურ ხაზს შორის არ არის რაიმე ჩანაწერი ან სიტყვა ”ბანკი” კონკრეტული დასახელებით‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები‚ ჩეკი ითვლება უბრალო განსხვავებულ ჩეკად. თუ პარალელურ ხაზებს შორის ჩაწერილია საბანკო დაწესებულების ზუსტი დასახელება‚ ჩეკი ითვლება სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად.

3. უბრალო განსხვავებული ჩეკი შეიძლება გადაიქცეს სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად. სპეციალური განსხვავებული ჩეკი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიქცეს უბრალო განსხვავებულ ჩეკად.

4. პარალელური ხაზების ან საბანკო დაწესებულების დასახელების გადახაზვა ბათილად ითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/29.md
