---
title: "მუხლი 29. მონიშნული ჩეკის განაღდება — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/29"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. მონიშნული ჩეკის განაღდება — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/29

1. უბრალო განსხვავებულ ჩეკს გადამხდელი უნაღდებს მხოლოდ საბანკო დაწესებულებას ან გადამხდელის კლიენტს.

2. სპეციალურ განსხვავებულ ჩეკს გადამხდელი უნაღდებს მხოლოდ ჩეკში მითითებულ საბანკო დაწესებულებას‚ თუ ეს უკანასკნელი თვითონ არის გადამხდელი‚ მაშინ – მხოლოდ თავის კლიენტს.

3. განსხვავებული ჩეკი ბანკმა შეიძლება შეიძინოს მხოლოდ თავისი კლიენტისაგან ან სხვა ბანკისაგან‚ ამასთან ბანკს შეუძლია ჩეკის ინკასოთი გადაცემა მხოლოდ ზემოაღნიშნული პირებისათვის.

4. სპეციალურ განსხვავებულ ჩეკში მითითებული თანხა‚ რომელშიც ჩაწერილია არა უმეტეს ორი ბანკის დაწესებულების დასახელება‚ გადამხდელს შეუძლია გაანაღდოს მხოლოდ მაშინ‚ თუ ერთი მათგანი იძლევა მითითებას საანგარიშსწორებო დაწესებულებაზე ჩეკის ინკასოთი გადაცემის შესახებ.

5. გადამხდელი ან ბანკის დაწესებულება ზემოაღნიშნული წესების დარღვევისას პასუხს აგებს მიყენებული ზარალისათვის ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/30.md
