---
title: "მუხლი 31. ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიის საფუძვლები — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/31"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიის საფუძვლები — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/31

ჩეკის მფლობელს შეუძლია პრეტენზია წარუდგინოს ინდოსანტს‚ ჩეკის გამცემს ან ჩეკით ვალდებულ სხვა პირებს‚ თუ დროულად წარდგენილი ჩეკი არ განაღდებულა და განაღდებაზე უარი დადასტურებულია: ა) ოფიციალური აქტით (პროტესტით); ბ) გადამხდელის დათარიღებული წარწერით იმ ჩეკზე‚ რომელშიც მითითებულია ჩეკის წარდგენის თარიღი; გ) საანგარიშსწორებო დაწესებულების დათარიღებული განცხადებით იმის შესახებ‚ რომ ჩეკი დროულად იყო წარდგენილი‚ მაგრამ არ განაღდებულა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/32.md
