---
title: "მუხლი 33. შეტყობინება ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/33"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. შეტყობინება ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/33

1. ჩეკის მფლობელი ვალდებულია ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ შეატყობინოს თავის ინდოსანტსა და ჩეკის გამცემს პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელების დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში‚ ან შენიშვნის „ დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” არსებობის შემთხვევაში – ჩეკის წარდგენის მომდევნო დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში. ყოველი ინდოსანტი შეტყობინების მიღებისას მოვალეა ორი სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს ეს თავის ინდოსანტს‚ მათი დასახელების (გვარის) და მისამართის ჩვენებით‚ ვისაც ასეთი შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს გრძელდება ჩეკის გამცემის შეტყობინებამდე. ზემოაღნიშნული ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების პირველი დღიდან.

2. ზემოაღნიშნული თანამიმდევრობით ჩეკის გაცემისათვის შეტყობინებისას ამავე ვადაში უნდა ეცნობოს ეს მის თავდებსაც.

3. თუ ინდოსანტს არა აქვს მითითებული თავისი მისამართი ან ჩანაწერი გაურკვეველია‚ საკმარისია ეცნობოს მის წინა ხელმომწერ ინდოსანტს.

4. შეტყობინება შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის‚ მათ შორის ჩეკის უბრალო დაბრუნების გზითაც. შეტყობინების გამგზავნი ვალდებულია დაამტკიცოს‚ რომ მან შეტყობინება გაგზავნა დადგენილ ვადაში. ითვლება‚ რომ ვადა არ არის დარღვეული‚ თუ შეტყობინება ჩაბარდა დადგენილ ვადაში საფოსტო განყოფილებას.

5. პირი‚ რომელმაც შეტყობინება დადგენილ ვადაში ვერ გაგზავნა‚ არ კარგავს თავის უფლებებს. იგი პასუხისმგებელია თავისი დაუდევრობით მიყენებული ზარალისათვის‚ მაგრამ მხოლოდ ჩეკზე აღნიშნული თანხის ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/34.md
