---
title: "მუხლი 34. შემთხვევა‚ როდესაც პროტესტის გაფორმება არ არის აუცილებელი — ჩეკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/34"
law: "ჩეკის შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 30292"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2015-03-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. შემთხვევა‚ როდესაც პროტესტის გაფორმება არ არის აუცილებელი — ჩეკის შესახებ

> Text consolidated as of 2015-03-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჩეკის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2015-03-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/34

1. ჩეკის გამცემს‚ ინდოსანტს ან თავდებ პირს‚ წააწერენ რა ჩეკზე სიტყვას „ დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” ან „ პროტესტის გარეშე”‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას და მოაწერენ მას ხელს‚ შეუძლიათ გაათავისუფლონ ჩეკის მფლობელი პროტესტის გაფორმებისაგან ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებისაგან წამოყენებულ მოთხოვნებზე მისი უფლებების დაცვით.

2. ეს ჩანაწერი არ ათავისუფლებს ჩეკის მფლობელს ჩეკის დაწესებულ ვადაში წარდგენისა და აუცილებელი შეტყობინების გაგზავნის მოვალეობისაგან. ვადების დაუცველობის მტკიცების მოვალეობა ეკისრება იმას‚ ვინც დაინტერესებულია ისარგებლოს ამ გარემოებებით ჩეკის მფლობელის მიმართ.

3. თუ შენიშვნა ჩეკის გამომწერის ჩაწერილია‚ იგი მოქმედია ყველა ხელმომწერისათვის‚ ხოლო თუ იგი შესრულებულია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ შენიშვნა სავალდებულოა მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის. თუ ჩეკის გამცემის შენიშვნის მიუხედავად‚ მფლობელი აფორმებს პროტესტს ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას‚ მასვე ეკისრება გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. თუ შენიშვნა ჩაწერილია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ პროტესტის გაფორმების ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების გაფორმების ყველა ხარჯი ეკისრება ჩეკის ყველა ხელმომწერს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30292-chekis-shesakheb/35.md
